четверг, 29 июня 2017 г.

green youth/მწვანე თაობა

#CENN_GreenWatch სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა
#GreenYouth
იქნებ მერცხლებმა გვამცნონ
ჩიტმა ნიბლიამ დღეს ამბავი მოიტანა.
გიხაროდეთ! ჩვენი უბნის ბავშვები გაგვამხიარულებენ. ბუნებაში გასეირნებას აპირებენ. პატარა ნიაც მოჰყავთ.
რა გიხარიათ! ფუმფულა ნიკო თუ წამოჰყვათ სულ აგვიკლებს! ჩვენს ყვავილებს ფეხქვეშ გათელავს. არც ხეებს დაინდობს. სულ დაამტვრევს ტოტებს, თავისი შურდული თუ წამოიღო ჩვენს ნიბლიებს სულ გაგვინადგურებს.
იქნებ ცეცხლიც დაანთონ! ვაიმე! წარმოდგენაც არ მინდა! სულ რომ დაგვწვან და გაგვანადგურონ.
მოდი ქარს ვთხოვოთ ფრთხილად იყოს! იქნებ დედაბუნებაც დაგვეხმაროს!
კარგი რა იყო! რამ გადაგრიათ! პატარა გოგო-ბიჭებმა ასე როგორ შეგაშინათ!-ახმაურდა კოდალა.
გუშინ მესმოდა დედა როგორ არიგებდათ! სიფრთხილეს ურჩევდა! ნეტავი მართლაც დაიჯერებდნენ!-ამოიხვნეშა ოფოფმა.
უცებ ბავშვების ჟრიამულიც მოისმა!
ტყის ფრინველებს, ცხოველებსა და მცენარეებს სუნთქვა შეეკრათ, დედაბუნებაც ანერვიულდა.
ბავშვები გაოცდნენ. თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაყინულიყო. ნისლმა თვალთახედვა დაუხშოთ. სამარისებური სიჩუმე იმდენად არასასიამოვნო იყო, ყველაფრის ხალისი დაეკარგათ. მდუმარებამ ისე შეაშინათ, რომ უკან წამოსასვლელი გზაც აებნათ!
ცოდვები არიან! ძალიან შევაშინეთ!- ჩურჩულებდნენ ფრინველები!
არა უშავთ! ჩვენც ხომ გვეშინია! ისწავლონ როგორ მოიქცნენ! ჩვენ ხომ ვზრუნავთ მათზე. მთელი დღე ჟანგბადს ვაწვდით- აშრიალდა ვერხვი!
მოდი მერცხლებს ვთხოვოთ იქნებ თავისი ჭიკჭიკით ადამიანებს ამცნონ, რომ ბუნებას გაფრთხილება სჭირდება

ჩვენს სოფელში ბუნებრივი კატასტროფებიდან დამახასიათებელია ქარი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობას, ტყეებს და რაც მთავარია მოსავალს.
ამის თავიდან ასაცილელად, საჭიროა ტყეების გაშნება იმ მინდვრებზე რომლებიც თავისუფალ ზონად არის გამოცხადებული და მასზე არ მიმდინარეობს არანაირი საქმიანობა, ასეთები ძალიან ბევრია.

#CEEN
ბანოჯის საჯარო სკოლის გუნდი: #GreenYouth 
კითხვარი შეშა
შემოდგომა ნელ-ნელა მიილია, მოსახლეობამ დაიწყო ზამთრისთვის მზადება.
ჩვენს სოფელში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია. ჩატარებული მკვლევის საფუძველზე დავადგინეთ, რომ მოსახლეობის 20% არის გაზიფიცირებული, დანარჩენი 80% კი საწვავად შეშას მოიხმარს. წელს ძალიან ადრე აცივდა რის გამოც მოსახლეობის უმრავლესობა შეშის გარეშეა დარჩენილი. თითოეული ოჯახი საშუალოდ მოიხმარს 15-20მ3 შეშას მოსახლეობის უმეტესობა თვითონ ჭრის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე რაც დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. შედარებით უფრო მცირე ნაწილი ყიდულობს დამზადებულ შეშას.
მოსახლეობა 1 კუბურ მეტრში შეშაში იხდის 35-40 ლარს, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს 600 ლარს.
ხის ჯიშებიდან წარმოდგენილია რცხილა, წიფელი, წაბლი და ეკალი
სოფლის მცხოვრებლები ძირითადად იყენებს სვანური ტიპის ღუმელებს.
ღუმელის დანთების დროს დიდი ყურადღება ენიჭება სახლის თბოიზოლაციას, რათა მოხდეს სახლის ადვილად და მალე გათბობა.რა არის ბრიკეტი? ამ კითხვაზე პასუხი ბევრს არ ჰქონდა მაგრამ ბევრმაც იცოდა, რომ ეს არის დაპრესილი (ნახერხი, ჩაი, ფიჩხი და ა.შ)
თუ ტყიდან შეშის ჩამოტანა ვერ მოხერხდა, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ დენის გამათბობელზე გახდებიან დამოკიდებული. რომელიც დიდ გადასახადებს უკავშირდება. მაგრამ თუ მოხდება დენის გადასახადის განახევრება მაშინ მოსახლეობა შეძლებს შეშა დენით ჩაანაცვლონ.

ბანოჯის საჯარო სკოლის გუნდის #GreebYou მიერ მოეწყო აქცია, აქციაში მონაწილეობას იღებდა გუნდის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა, ერთობლივი ძალებით გავასუფთავეთ ერთ–ერთი არარეგალური ნაგავსაყრელი.

#CENN
გამწვანების აქცია ბანოჯის საჯარო სკოლაში.
2016 წლის 9 ნოემბერს CENN-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დახმარებით იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა მაია კეზევაძემ გადმოგვცა 40 ძირი ნერგი, ანგარიშზე ჩაგვირიცხა 80ლარი რომლითაც შევიძინეთ გამწვანებისთვის საჭირო სამუშაო იარაღები. 10 ნოემბერს ბანოჯის საჯარო სკოლის გუნდმა #GREENYOUTH, აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანებაში.  

суббота, 22 марта 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა.ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე.ინდივიდუალურად გავაკეთეთ პრეზენტაციები.შევაფასეთ ერთმანეთის მუშაობა.ტრენინგი ძალიან კარგი იყო.დიდი მადლობა ქალბატონ შორენას.

суббота, 15 марта 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე ძალიან შრომატევადი იყო. შევქმენით მოსწავლისათვის პროექტის პრეზენტაციის შაბლონი, რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს ორგანიზებულად მუშაობაში. ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე ,რაც გვეხმარება მოსწავლეთა დავალებების შესაბამის განაწილებაზე.

воскресенье, 9 марта 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.პროექტის ზოგადი შეფასების რუბრიკა. დავამატეთ სლაიდები.პროექტის გეგმაში შევიტანეთ კორექტირება.დიდი მადლობა ქალბატონ შორენას.

суббота, 8 марта 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას. შევინახეთ პროექტისთვის ფოტოები. მოვიძიეთ ვიდეო მასალები.კომენტარები გაუკეთეთ ერთმანეთის ნამუშევრებს.დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

воскресенье, 2 марта 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

           
 დღე ნაყოფიერი და დატვირთული იყო.კიდევ ერთხელ მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები. მოვარგეთ ჩვენს პროექტებს .დავწერეთ პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. დავსახეთ პროექტის მიზნები.მე ძალიან კმაყოფილი ვარ.